ექსპორტის სტიმულირების პროგრამის საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი ითვალისწინებს საერთაშორი
სო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ე.წ. Entry fee (შესვლის გადასახადი) ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში შემდეგ სამიზნე ბაზრებზე: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია.
თანადაფინანსების მოცულობა:
III კატეგორიის საწარმოები - სერვისის ჯამური ღირებულების 80%
IVკატეგორიის საწარმოები - სერვისის ჯამური ღირებულების 90%
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, საერთაშორისო ქსელში შესვლის მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტს შესაბამის ვალუტაში.
სააგენტოს მიერ თანადაფინანსება განხორციელდება რეტრო ბონუსის, ე.წ. „ქეშ-ბექი“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს სრულად გადახდილი თანხიდან თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას.
ექსპორტის სტიმულირების პროგრამის საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ III და IV კატეგორიის, საერთაშორისო ქსელში შესვლით დაინტერესებულა საწარმოებმა.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია ბმულზე
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული კომპანია, რომელიც მიეკუთვნება III და IV კატეგორიის საწარმოს, აუცილებელია რეგისტრირებული იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com